2025-04-09

19:40

ესპანეთში, სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

პოლიტიკა
04-04-2025 10:07

ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ამის შესახებნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრციაში განუცხადეს.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე ჭკუასელი დაინიშნა. იგი 2003 წლიდან საგარეო უწყებაში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. ალექსანდრე ჭკუასელი იყო ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე დაინიშნა. კონსტანტინე სურგულაძე საგარეო უწყებაში 1997 წლიდან მუშაობს. სხავდასხვა დროს იყო ნიდერლანდების სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. იგი ასევე გახლდათ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა დავით მექვაბიშვილი. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში,  საქართველოში იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის საელჩოში, ასევე იყო ააიპ კარდინალ პიო ლაგის ფონდის დირექტორი, მინიჭებული აქვს მალტის ორდენის ღირსების ორდენის კავალერის ჯილდო.

მსგავსი სიახლეები

2025-04-09 12:19
სპორტი

VIDEO: გივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია!

მეოთხედფინალში გივი მაჭარაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი, ნახევარფინალში კი უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა

2025-04-08 10:32
სპორტი

საქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა

სანდას ნაკრებიდან ჩემპიონობა იზეიმეს სანდრო კუჭავამ, სერგო ალფრაიძემ და ნატალი ბოიარკომ.

2025-04-07 17:04
პოლიტიკა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკი

კენჭისყრამდე კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.

2025-04-07 16:58
ეკონომიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მ

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტი ტექნიკურ

2025-04-07 14:19
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი PACE-ს სხდომაზე - როდესაც ესტონელების, ლიეტუველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა

მისივე თქმით, გარკვეული ევროპული პოლიტიკური ჯგუფიდან ვხედავთ, რომ „სხვისი ხელით და უკრაინელების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

აპრილი 2025

კვიორშსამოთხხუთპარშაბ

კატეგორიები